среда, 26 октября 2011 г.

პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


Activityპრეზენტაციის შეფასების რუბრიკა



    კრიტერიუმიდაბალი
1–4

საშუალო
5–6
კარგი
7–8
საუკეთესო
9–10
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილიმოუწესრიგებელია,  არ  შეესაბამება  შინაარსს.მოწესრიგებულია  ვიზუალური მასალა  ნაკლებად  შეესაბამება  შინაარსს.ზოგადად  შეესაბამება  პრეზენტაციის  შინაარსს, მეტ –ნაკლებად  მოწესრიგებულია.ზუსტად  შეესაბამება    შინაარსის  ყოველ  კომპონენტს.
ორიგინალობაბუნდოვანია,  საუბრობს  დაბნეულად.მინიმალურად ორიგინალურია.საკმარისად  ორიგინალურია.მთლიანად  ორიგინალურია.
დავალებასთან შესაბამისობაარ  შეესაბამება დავალებასნაწილობრივ  მიჰყვება  ინსტრუქციას,და არის ხარვეზები.გამოთქვამს  საკუთარ  აზრს,მიჰყვება  ინსტრუქციებს  ზოგჯერ  ზედაპირულად. დავალება  სრულყოფილად  არის  შესრულებული.
მთლიანი  შთაბეჭდილებამიზანი  არ  არის მიღწეული,  მოთხოვნების უმრავლესობა არ არის  გათვალისწინებული.მინიმალურად  არის  მიღწეული  დასახული  მიზანი, გათვალისწინებულია  მზოლოდ  ზოგიერთი.მიღწეულია  გარკვეული მიზანი, მოთხოვნა გათვალისწინებულია.ყველა  მიზანი  სრულად  არის  მიღწეული.

გაკვეთილის გეგმა.


Activity

გაკვეთილის გეგმა



1.

გაკვეთილის თემა:

გერმანია, გეოგრაფიული მდებარეობა, დიდი ქალაქები.


2.

სწავლების  საფეხური–კლასი 

მე–5. 12 კლასი

3.

მოსწავლეთა პროფილი

10 მოსწავლე

4.

გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლეთა ცოდნის და უნარ–ჩვევების გამოვლენა და  გაღრმავება, ისტის დახმარებით ცოდნის გამდიდრება.



5.



მიზანი და  შედეგები



მოსწავლე კითხულობს და იგებს სხვადასხვა თემაზე შექმნილ შემეცნებით ტექსტს

(ისტორიული, გეოგრაფიული, კულტურული და ა. შ.) უცხ.ს.V.4.

6.

წინარე  ცოდნა

რა  იციან  მოსწავლეებმა  მოცემული  საკითხის შესახებ, რომელსაც  ავლენენ  ახალი  მასალის   ათვისების  დროს.

7.

შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ  განმავითარებელი  და  შემაჯამებელი  შეფასებით.  ვაკეთებ  შეფასების  რუბრიკას  მათი  ჯგუფურ  მუშაობაში  ჩართულობის  მიხედვით.  რუბრიკა მოსწავლეებისათვის  წინასწარაა  ცნობილი. 

8.

სასწავლო  მასალა  და ტექნიკური საშუალებები:

სახელმძღვანელო მე–12 კლასის, ავტ. მერკვილაძე,  გერმანიის  რუკა,  ინტერნეტ მასალა, პროექტორი.

9.

გაკვეთილის  მსვლელობა:

საორგანიზაციო   საკითხები:





















10.

კლასიის მენეჯმეტი



















საშინაო  დავალება:

A ფაზა– გამოწვევა:
მოსწავლეებს წარვუდგენ  ასახსნელი თემის  სათაურს– გერმანია  და  თემის  ირგვლივ  ვსვამ  კითხვებს  თუ   რა   იციან  გერმანიის   შესახებ.  (5 წთ.)

B ფაზა–ცოდნის  კრიტერიუმები:
ისტის  დახმარებით  მოსწავლეებს  ვაწვდი  დამატებით  ინფორმაციებს  გერმანიის  გეოგრაფიული  მდებარეობის   შესახებ  და  შესაბამისად  ვიყენებ  სლაიდს,  კერძოდ  გერმანიის  რუკას,  ბერლინის,  მიუნხენის, ლაიპციგის,  შტუდგარდის, და  დრეზდენის  ხედებს.
ამის  შემდეგ  კლასს  ვყოფ  2  ჯგუფად  და  თითოეულ  ჯგუფს   ვაძლევ სხვადასხვა მინი  ტესტებს  გერმანიის  შესახებ.  (25 წთ.)
შემდეგ  ვავალებ თითოეული  ჯგუფის  პრეზენტატორს  წარმოადგინოს  მათი  ჯგუფის  მიერ თარგმნილი  ტექსტი.  ამავე დროს მოსწავლეები  აფასებენ  ერთმანეთის  ნამუშევრებს.  (თითოეული  პრეზენტაცია  3 წთ.)


C  ფაზა–გამთლიანება,განმტკიცება  და  შეჯამება.
ვსვამ  კითხვებს მოცემულ  თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეები შესაბამისად  სცემენ პასუხს თუ  რა  ისწავლეს  და  რა  გაიგეს  ახალი.  (5 წთ.)

მოსწავლეებს  ვავალებ  ინტერნეტის  საშუალებით   მოიძიონ  დამატებითი  ინფორმაცია  გერმანიის  შესახებ.  (2წთ.)
Activityლათინურად გერმანია მომდინარეობს   GERMANUS–დან, რაც გალების  კულტურული ტომის ენაზე "მეზობელს" ან "ძმას"  ნიშნავს.  
გერმანულად DEUTSCHLAND-ეს  სახელი უკავშირდება  ძველ გერმანულ სატომო სახელს  "დიუთისკე–ს".
ფრანგულად  "Allemange",  ალემანების   ერთ–ერთი  გერმანული  სატომო  სახელია,  'alle  man–"ყველა  ადამიანს"  ნიშნავს.  სლავურ  ენებზე  "niemcy,"  " nemecko"  მომდინარეობს  სიტყვა  "მუნჯისაგან"   ანუ   მეტაფორულად   გულისხმობს   მათ,  ვისაც  "ჩვენი   ენა  არ   ესმის".
გერმანია    ფედერაციული   ქვეყანაა  სადაც  მოქმედებს  1949   წელს   მიღებული   კონსტიტუცია.
ქვეყნის   უმაღლესი   ორგანოა   პარლამენტი  რომელსაც  ირჩევენ   4  წლით;  საკანონმდებლო  ორგანო  ორ პალატიანია:  შედგება  ბუნდესტაგისა და ბუნდესრატისაგან.
პარტიები:სოც.დემოკრატიული  პარტია,  ქრისტიანულ  დემოკრატიული  კავშირი.
მთავრობის  მეთაურია  ფედერალური  კანცლერი.
პრეზიდენტს  ირჩევენ  5  წლით.
ქვეყნის  სახელმწიფო  ენა– გერმანული.
დედაქალაქი  –  ბერლინი.
დევიზი:"ერთიანობა,  სამართალი,  თავისუფლება."
.

გაკვეთილის გეგმა.

Activity

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ლეგენდები, ზღაპრები და ქალაქები
სწავლების საფეხური/კლასი
მე–2.7–8კლ.
საგანი/პედაგოგი
ლალი ხეცურიანი
მოსწავლეთა პროფილი
10 მოსწავლე/
გაკვეთილის აქტუალობა
ლექსიკური მარაგის  გამდიდრება. ლეგენდებისა და ზღაპრების საშუალებით ქალაქების გეოგრაფიული და ისტორიული სახელწოდებების შესახებ ცოდნის შეძენა
გაკვეთილის მიზნები  და შედეგები
უცხ. VII. VIII.  მოსწავლე მიმართავს სტრატეგიებს საკითხავი მასალის აფექტურად გადასაჭრელად და გასაუმჯობესებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს,  აკვირდება გამოყოფილ სიტყვებს,  წარწერებს.
  •  არ ჩერდება უცხო სიტყვებთან. 
მოსწავლე დამოუკიდებლად განსჭვრეტს შესასრულებელი დავალიბის მოთხოვნებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცოდნის გამოყენებას შეძლებს მიცემული დავალების შესასრულებლად.
  • ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეძლებს წიგნში მოცემული ტექსტების დაკავშირებას სურათებთან
წინარე ცოდნა
კომპიუტერში სურათების საშუალებით და ჟურნალ  ,,ვოლის სამყაროდან’’ და აგრეთვე სახელმძღვანელოდან გერმანიის ქალაქების შესახებ ლეგენდებისა და  ზღაპრების დაკავშირება და ღირსშესანიშნაობების გამოცნობა. ამ საკითხის შესახებ ლექსიკური ცოდნის გაღრმავება. გრამატიკული ცოდნის გამოყენება.  ტესტებზე მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
ვაფასებ ჯგუფური მუშაობის მიხედვით, კომენტარით. გაკვეთილში ჩართულობა, პასუხის სისწორე, პრეზენტაციაში  ჩართულობა და ჯგუფში მუშაობა
გამოყენებული მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერში სურათები და ტესტები,ჟურნალები,, ვოლი’.’  ’.
გაკვეთილის  მსვლელობა
კლასის ორგანიზება, მისალმება, გაკვეთილის თემისა და მიზნების, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა _ 2 წთ.
გამოწვევა
აქტივობა 1 _ კითხვა-პასუხი _ 3 წთ.
  • ვიცით რომელიმე ცნობილი ლეგენდა რომელიც უკავშირდება საქართველოს დედაქალაქს ან სხვა ქალაქს ?
აქტივობა 2 _ მულტფილმის ჩვენება პაუზებით _ 5 წთ
კომპიუტერში ვაჩვენებ მულტფილმიდან ნაწყვეტებს ,,ბრემენელი მუსიკოსები''   და ვეკითხები  მათი აზრით რომელ ქალაქს შეიძლება დავუკავშიროთ ეს ზღაპარი?
აქტივობა 3 _ ელექტრონული პრეზენტაცია _ 5 წთ.
ვაჩვენებ ელექტრონულ პრეზენტაცია გერმანიის შესახებ .
აქტივობა 4 _ მინი ლექცია _ 5 წთ
ვაჩვენებ  წიგნში ლორელაის ქანდაკებას, ვუყვები ლეგენდას ულამაზესი ლორელაის შესახებ. ამ ლეგენდას მიუძღვნა დიდმა გერმანელმა პოეტმა ჰაინემ ლექსი  ,,ლორელაი’’
ახალი მასალა - კონსტრუირება
აქტივობა 5 _ ჯგუფური მუშაობა _ 10 წთ.
სახელმძღვანელოდან ვაძლევ 3 პატარა ტექსტს 3 ჯგუფად გაყოფილ კლასს,  მათ უნდა შეძლონ წინა გაკვეთილზე მიცემული ახალი ლექსიკური ერთეულების გამოყენებით ტექსტის გაგება, პრეზენტაცია ან სურათთან დაკავშირება.
რეფლექსია - გამთლიანება
აქტივობა 6 _ ტესტებზე მუშაობა (ინდივიდუალური) _ 5 წთ
კომპიუტერში მოცემულ ტესტებზე სწორი პასუხის გაცემა.
 აქტივობა 7 _ ვიცი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე _ 5 წთ.

ვიცი
ვისწავლე
მინდა ვიცოდე





ვურიგებ კითხვარებს  რა იცოდნენ გერმანიის ქალაქების შესახებ, რა გაიგეს, დამატებით კიდევ რისი გაგება სურთ მოსწავლეებს, მაგ. რატომ ჰქვია გერმანიის დედაქალაქს-ბერლინი.
საშინაო დავალება: _ 2 წთ.
 მოიძიონ ბებია-ბაბუებისაგან ლეგენდები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ქალაქებსა თუ სოფლებს.
შეფასება.  _ 2 წთ.
დამშვიდობება.